ენერგიის დამაგროვებელი სისტემა (BESS - Battery Energy Storage System) თანამედროვე ტექნოლოგიაა, რომელიც საშუალებას გაძლევთ შეინახოთ გამომუშავებული ჭარბი ელექტროენერგია და გამოიყენოთ იგი ზუსტად მაშინ, როცა ყველაზე მეტად გჭირდებათ - მაგალითად, ღამით, მოღრუბლულ ამინდში ან ქსელში ელექტროენერგიის გათიშვის დროს.

მზის სადგურებისთვის, კომერციული ობიექტებისა და დიდი ქსელური პროექტებისთვის ეს სისტემა უზრუნველყოფს სტაბილურობას, ენერგოეფექტურობას და ხარჯების ოპტიმიზაციას.

რა არის ენერგიის დამაგროვებელი სისტემა


ენერგიის დამაგროვებელი სისტემა (BESS) არის ტექნოლოგია, რომელიც აგროვებს და ინახავს ელექტროენერგიას ბატარეებში და საჭირო მომენტში აბრუნებს ქსელში ან ობიექტის შიდა მოხმარებაში.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მზის სადგურებისთვის, რადგან მზის ენერგიის გამომუშავების პიკი ხშირად არ ემთხვევა მოხმარების პიკურ პერიოდებს. BESS გამოიყენება:


კომერციულ და სამრეწველო ობიექტებში

საწარმოო პროცესების შეუფერხებელი მუშაობისთვის

მზის და ქარის ელექტროსადგურებში

გამომუშავებული ენერგიის დასაბალანსებლად

დიდ ელექტროგადამცემ ქსელებში

სისტემური სტაბილურობის შესანარჩუნებლად

ინფრასტრუქტურულ ობიექტებში

ენერგიის უწყვეტი მიწოდების უზრუნველსაყოფად

დამაგროვებელი სისტემის ბენეფიტები


ენერგიის დამაგროვებელი აკუმულატორული სისტემის გამოყენება ზრდის განახლებადი ენერგიის წყაროების ეფექტურობას, აბალანსებს ქსელს და გვთავაზობს ტრადიციული ენერგიის სუფთა, მდგრად ალტერნატივას.

ენერგიის დამაგროვებელი სისტემის გამოყენებას თქვენთვის მოაქვს:


პიკური დატვირთვის შემცირება (Peak Shaving)
სისტემა აგროვებს ენერგიას მაშინ, როდესაც ქსელში დატვირთვა და ტარიფი დაბალია, და გასცემს მას მაღალი მოთხოვნის (პიკურ) საათებში, რითაც საგრძნობლად ამცირებს ხარჯებს და ხსნის ზედმეტ დატვირთვას ცენტრალურ ქსელზე.
ენერგიის დროით გადანაწილება (Load Shifting)
გაძლევთ შესაძლებლობას, დააგროვოთ უფასო ან იაფი ენერგია და გამოიყენოთ იგი თქვენთვის ფინანსურად თუ პრაქტიკულად ყველაზე ოპტიმალურ პერიოდში.
მზის ენერგიის მაქსიმალური ათვისება
მზის პანელების მიერ დღის განმავლობაში გამომუშავებული ჭარბი ენერგია აღარ იკარგება; ის სრულად ინახება ბატარეებში ღამით ან უამინდობისას გამოსაყენებლად.
ხარჯების ოპტიმიზაცია
გრძელვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვნად ამცირებს ელექტროენერგიის საერთო დანახარჯებსა და საექსპლუატაციო ხარჯებს.
სრული ენერგეტიკული დამოუკიდებლობა
ამცირებს თქვენს დამოკიდებულებას ცენტრალურ ელექტროქსელზე, ტარიფების მერყეობასა და გარე ფაქტორებით გამოწვეულ შეფერხებებზე.
ენერგოუსაფრთხოება
ქსელში ავარიული გათიშვის დროს BESS მუშაობს როგორც მძლავრი, უწყვეტი კვების წყარო. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ობიექტებისთვის, სადაც ენერგიის წყვეტა იწვევს კრიტიკულ შედეგებს.
ქსელის სტაბილიურობა
სისტემა მყისიერად რეაგირებს და ამცირებს ძაბვის და სიხშირის მერყეობას. იგი ინარჩუნებს პარამეტრების სტაბილურობას, რაც იცავს თქვენს ძვირადღირებულ აპარატურას დაზიანებისგან.
ეკოლოგიურობა და CO2-ის შემცირება
მაქსიმალურად ათვისებული მწვანე ენერგიის ხარჯზე მცირდება ნახშირბადის კვალი. სისტემას შეუძლია სრულად ჩაანაცვლოს ხმაურიანი და გარემოსთვის მავნე დიზელ-გენერატორები.
მასშტაბურობა
BESS სისტემები არის მოდულური, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენი ბიზნესის გაფართოებასთან ერთად, მარტივად შეგიძლიათ გაზარდოთ აკუმულატორების მოცულობაც.
ავტონომიური გაშვების შესაძლებლობა (Black Start)
სრული, მასშტაბური გათიშვის (Blackout) შემთხვევაში, სისტემას შეუძლია დამოუკიდებლად, გარე ქსელის დახმარების გარეშე აღადგინოს ობიექტის ენერგომომარაგება.

მრავალწლიანი გამოცდილება და  ხარისხი


მზის ენერგიის დამაგროვებელი სისტემის შერჩევა მხოლოდ ფასზე არ არის დამოკიდებული. მაქსიმალური ენერგოეფექტურობის მისაღწევად აუცილებელია აკუმულატორის სწორი ქიმიური შემადგენლობა, ხარისხიანი აპარატურა და საიმედო პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც მყისიერად რეაგირებს ქსელის ცვლილებებზე.

Step Energy-ს აქვს მრავალწლიანი გამოცდილება მზის ენერგეტიკული სისტემების პროექტირებასა და მონტაჟში, მათ შორის მზის პანელების, ინვერტორებისა და ენერგიის დამაგროვებელი სისტემების (BESS) დანერგვაში. ჩვენ არ გთავაზობთ მხოლოდ ცალკეულ კომპონენტებს, ჩვენ ვქმნით მასშტაბურ, სრულყოფილ და უსაფრთხო ენერგეტიკულ გადაწყვეტას თქვენი ბიზნესის პროფილის გათვალისწინებით.

ხარისხის უზრუნველსაყოფად, ჩვენ ვიყენებთ მსოფლიო ბაზრის ლიდერი ბრენდების პროდუქციას, რომლებიც გამოირჩევიან სანდოობით, მაღალი ეფექტიანობით და გრძელვადიანი გარანტიებით:

გლობალური ლიდერი ინვერტორებისა და ენერგიის დამაგროვებელი სისტემების წარმოებაში.

უმაღლესი კლასის ენერგეტიკული გადაწყვეტილებები, გამორჩეული მაქსიმალური საიმედოობითა და გამძლეობით.

სრული საინჟინრო სერვისი

„სთეფ ენერჯი“ გთავაზობთ ენერგიის დამაგროვებელი სისტემების სრულ საინჟინრო სერვისს:


ჩვენი სერვისი მოიცავს სრულ საინჟინრო ციკლს - დაპროექტებიდან ექსპლუატაციაში გაშვებამდე:

  • ენერგეტიკული ანალიზი

    დეტალურად შევისწავლით თქვენი ობიექტის ენერგომოხმარების პროფილს.
  • ოპტიმალური სიმძლავრის განსაზღვრა

    შევარჩევთ ზუსტად იმ მოცულობის ბატარეას, რომელიც გჭირდებათ.
  • პროფესიონალური მონტაჟი და ინტეგრაცია

    ჩვენი კვალიფიციური ინჟინრები უზრუნველყოფენ სისტემის გამართულ ჩართვას არსებულ ქსელში.
  • ექსპლუატაციაში გაშვება და ტესტირება

    სისტემა ბარდება მხოლოდ სრული გამართვისა და უსაფრთხოების შემოწმების შემდეგ.
  • ტექნიკური მხარდაჭერა

    ჩვენ თქვენს გვერდით ვართ სისტემის შემდგომი მონიტორინგისა და მოვლის ეტაპზეც.

მზის ენერგიაზე გადასვლა გსურთ?

მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ - ჩვენი გუნდი გაგიწევთ კონსულტაციას, აგიხსნით ტექნიკურ დეტალებს და დაგეხმარებათ პროექტის ყველა ეტაპზე, დაპროექტებიდან აღსრულებამდე.

ენერგიის დამაგროვებლის ტიპები


იმის მიხედვით რა მიზნით გსურთ გამოყენება და რა სიმძლავრეები გჭირდებათ BESS სისტემები იყოფა რამდენიმე ძირითად კატეგორიად:


კომერციული და სამრეწველო სისტემები

იდეალურია საშუალო სიმძლავრის ბიზნეს ობიექტებისთვის, საწარმოებისთვის, სასტუმროებისთვის. ეს სისტემები ეხმარება კომპანიებს ენერგიის ხარჯების ოპტიმიზაციაში. ისინი აგროვებენ ენერგიას დაბალი ტარიფის დროს და გასცემენ მას პიკურ საათებში. გარდა ამისა, C&I სისტემები ინტეგრირებულია შენობის მართვის ავტომატიზებულ სისტემებთან (BMS) და უზრუნველყოფს ძვირადღირებული აპარატურის დაცვას ავარიული გათიშვისგან. ამ სისტემებს შეუძლიათ მნიშვნელოვნად შეამცირონ ელექტროენერგიის ხარჯები და მოხმარების პიკის დატვირთვა, ასევე უზრუნველყონ ობიექტის უწყვეტი მომარაგება.

მასშტაბური ქსელური სისტემები

მსხვილი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის, მზისა და ქარის დიდი ელექტროსადგურების ან ენერგოკომპანიებისთვის. ეს არის მეგავატური და გიგავატური მასშტაბის  გადაწყვეტილებები. ისინი გამოიყენება პირდაპირ ელექტროქსელში ჩასართავად, რათა დააბალანსონ მიწოდება-მოხმარება, დაარეგულირონ ქსელის სიხშირე და თავიდან აიცილონ მასშტაბური გათიშვები.

ჰიბრიდული და ავტონომიური სისტემები

მზის პანელების, ინვერტორის და ენერგიის დამაგროვებლის ერთიანი სისტემა. იძლევა მაქსიმალურ თვითმოხმარებას და Backup ფუნქციონალს გათიშვის შემთხვევაში. ყველაზე მოქნილი და გავრცელებული გადაწყვეტილება კერძო სახლებისთვის, მცირე ბიზნესებისთვის ან შორეული, რთული რელიეფის მქონე ობიექტებისთვის. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც აერთიანებს მზის პანელებს, ბატარეებსა და ელექტროქსელს ერთიან ჭკვიან სისტემაში. იგი იძლევა მაქსიმალურ თვითმოხმარებას და უზრუნველყოფს სრულ ენერგეტიკულ ავტონომიას იქაც კი, სადაც ცენტრალური ელექტროქსელი საერთოდ არ არსებობს.


გარდა მასშტაბებისა, BESS სისტემები იყოფა იმის მიხედვითაც, თუ სად მონტაჟდება ისინი ელექტრომრიცხველთან მიმართებაში:

მრიცხველის მიღმა

მონტაჟდება უშუალოდ მომხმარებლის ობიექტზე (სახლი, საწარმო). მისი მიზანია კონკრეტული ობიექტის ხარჯების შემცირება და რეზერვირება.

მრიცხველის წინ

მონტაჟდება პირდაპირ გამანაწილებელ ქსელში. მას მართავენ ენერგოკომპანიები მთლიანი ქსელის სტაბილურობისთვის.

ნერგიის დამაგროვებელი სისტემების მონტაჟი


თუ გსურთ თქვენი მზის სადგურის ან კომერციული ობიექტის ენერგოეფექტურობის გაზრდა, ხარჯების შემცირება და ენერგიის სტაბილური მიწოდება, ჩვენი გუნდი მზად არის დაგეხმაროთ. დაგვიკავშირდით დღესვე და მიიღეთ ინდივიდუალური კონსულტაცია თქვენთვის ოპტიმალური ენერგიის დამაგროვებელი სისტემის შერჩევასა და მონტაჟზე.


კონტაქტი