დღეს, როდესაც ენერგია იმაზე მეტად ფასობს ვიდრე ოდესმე, ენერგო ეფექტურობა, ანუ ენერგიის მოხმარების ოპტიმიზაცია ისე, რომ ენერგიის მინიმალური რაოდენობით რაც შეიძლება დიდი შედეგი მივიღოთ, ძალზედ მნიშვნელოვანია. ენერგიის დაზოგვისგან განსხვავებით, რომელიც უბრალოდ ნაკლები ენერგიის მოხმარებას გულისხმობს, ეფექტურობა არის მისი უფრო ჭკვიანური გამოყენება.

როგორ გამოვიყენოთ ენერგია უფრო ჭკვიანურად? ამაზე პასუხი თანამედროვე ტექნოლოგიებშია, რომელთა დახმარებითაც ხდება არსებული სისტემების განახლება მათი ენერგოეფექტურობის გაზრდის მიზნით, იქნება ეს ბიზნესების შემთხვევაში თუ საკუთარ სახლში.

ჩვენი ენერგო აუდიტი ენერგიის მეტად ეფექტურად გამოყენებაში და ხარჯების შემცირებაში დაგეხმარებათ. Step Energy-ს პროფესიონალთა გუნდი დეტალურად შეისწავლის თქვენი ბიზნესის თუ სახლის მდგომარეობას და გაატარებს ენერგოეფექტურობის მისაღწევად აუცილებელ სამუშაოებს.


ენერგო აუდიტი
საკუთარი ბიზნესისთვის


ენერგო აუდიტს და სწორი ენერგოეფექტურობის გამართვას ბიზნესისთვის ძალიან დიდი ხარჯების დაზოგვა შეუძლია. თუ ხარვეზები უშუალოდ ბიზნესის პროცესში ძალიან მარტივი დასანახია, რთულად შესამჩნევია ხარვეზები მის ენერგოეფექტურობაში, რაც, შესაძლოა ბიზნესისთვის რეალურად დიდ შესაძლებლობას გულისხმობდეს.

ჩვენი პროფესიონალები ჩაატარებენ თქვენი ბიზნესის დეტალურ აუდიტს, დაადგენენ თუ სად და რატომ იკარგება ძვირფასი ენერგია და, შედეგად, დაგეხმარებიან ხარჯების სერიოზულად დაზოგვაში.

ენერგო აუდიტი
საცხოვრებელი სახლისთვის


თქვენ სახლში გამართული ენერგოეფექტურობის ქონა კომუნალურ ხარჯებს მნიშვნელოვნად შეგიმცირებთ. შეიძლება შეუიარაღებელი თვალით რთულად დასანახი იყოს, თუ რეალურად რამედ ენერგიას ვკარგავთ ყოველწლიურად, რაშიც ფულს თავად ვიხდით.

Step Energy-ს გუნდი თქვენ სახლში დეტალურ ენერგო აუდიტს ჩაატარებს, გამოიკვლევს თუ სად და რა არის ის ხარვეზები, რომლებიც ენერგიის დაკარგვას იწყებს და მათ აღმოფხვრაში დაგეხმარებათ. დაზოგეთ ჩვენთან ერთად!

დეტალური ენერგო აუდიტი

ჩვენი ექსპერტები ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებულ ყველა მთავარ პრობლემას დეტალურად შეამოწმებენ, რომელიც შესაძლოა თქვენს შენობაში არსებობდეს, და არა მარტო.

წინამოსამზადებელი ეტაპი

ენერგიის მოხმარებისა და ხარჯების შემცირების შესაძლებლობების იდენტიფიცირება. მონაცემთა შეგროვება. ადგილზე ინსპექტირება. მოხმარების შედარება და ანალიზი.

1

განხორციელების გეგმის შედგენა

შერჩეული ენერგოეფექტური ზომების განხორციელების გეგმის შედგენა ენერგეფექტურობის მისაღწევად.

2

ენერგოეფექტურობის გამართვა

გამოვლენილი პრობლემების გამოსწორება. ენერგოდაზოგვის ეფექტური ზომების გატარება.

3

გადახედვა და გაუმჯობესება

სისტემის გამართულად მუშაობისთვის, აუცილებელია აუდიტის პერიოდულად გადახედვა მისი შემდგომი გაუმჯობესებისთვის.

4