თქვენ შეგიძლიათ გამოიმუშაოთ სუფთა, მწვანე ენერგია, მნიშვნელოვნად შეამციროთ ელექტროენერგიის ხარჯები, და ყველაფერ ამასთან ერთად, საკუთარი წვლილი შეიტანოთ ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობაში. მშვენივრად ჟღერს, არა?
სწორედ ამაში დაგეხმარებათ მზის პანელების მონტაჟი. ისინი მზის სხივის უდიდეს ენერგიას ელექტროენერგიად გარდაქმნიან და მრავალი წელი უზრუნველყოფენ თქვენს ბიზნესს თუ საკუთარ სახლს იაფი ელექტროენერგიით.
მზის ელექტროსადგურის მოწყობაში Step Energy-ს გუნდი დაგეხმარებათ.
მზის ელექტროსადგური საკუთარი ბიზნესისთვის
თამამად შეიძლება ითქვას, რომ მზის პანელების მონტაჟი ძალიან მიმზიდველი ინვესტიციაა თქვენი ბიზნესისთვის. მზის ელექტროსადგურების ტექნოლოგიური განვითარების დონემ და ამ სფეროში არსებულმა ფინანსურმა ხელშეწყობამ მოიტანა ის რეალობა, რომ დღეს, უკვე საქართველოშიც, ამ პროდუქტზე უდიდესი მოთხოვნა შეიქმნა. საკუთარი მზის ელექტროსადგურის ინსტალაციით, თქვენ ხართ დაცული მზარდი ელექტროენერგიის ტარიფებისგან და, ამასთან ერთად, შეგაქვთ საკუთარი წვლილი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებაში.
Step Energy-თან თანამშრომლობა ნიშნავს საუკეთესო პროფესიონალთა გუნდთან პარტნიორობას. ჩვენ თქვენზე მორგებულ ოპტიმალურ გადაწყვეტას შემოგთავაზებთ, მაღალი სტანდარტების და ხარისხიანი კომპონენტების გამოყენებით.
მზის ელექტროსადგური საცხოვრებელი სახლისთვის
დღეს მზის პანელების დამონტაჟება საკუთარი სახლის ელექტროენერგიის მოხმარების ჩასანაცვლებლად ყველაზე ხელმისაწვდომი, პრაქტიკული და მწვანე გადაწყვეტილებაა. ასე თქვენ თავად გახდებით საკუთარი, სუფთა ენერგიის მწარმოებელი, რითაც, ერთის მხრივ, უფრთხილდებით საქართველოს ეკოლოგიას, წვლილი შეგაქვთ ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებაში, ამასთან ერთად კი, დაცული ხართ მზარდი ელექტროენერგიის ტარიფებისგან.
Step Energy-ს პროფესიონალთა გუნდი უკვე არაერთ მოსახლეს დაეხმარა გადასულიყო მწვანე ენერგიაზე, დაეზოგა ენერგო ხარჯები და გამხდარიყო ენერგო დამოუკიდებელი. ჩვენ მხოლოდ სუკეთესო მზის პანელებს და უმაღლესი ხარისხის მზის ელექტროსადგურის მოწყობას ვთავაზობთ ჩვენს მომხმარებლებს.
მზის პანელების საგენერაციო ობიექტი
თუ ელექტროენერგიით ვაჭრობის ბიზნესის დაწყება გნებავთ, შეგიძლიათ ინვესტირება მზის საგენერაციო ობიექტში გააკეთოთ და საკმაოდ სერიოზული უკუგებაც მიიღოთ. მზის საგენერაციო ობიექტი საშუალებას მოგცემთ ელექტროენერგია აწარმოოთ და გაყიდოთ მთელი წლის განმავლობაში.
როგორც სხვა საგენერაციო ობიექტებს, მზის ელექტროსადგურსაც თავისი პლუსები აქვს: მისი განხორციელება შესაძლებელია ძალზედ მოკლე დროში, მისი მოვლა/ოპერირება კი ძალიან მარტივია სხვა საგენერაციო ობიექტებთან შედარებით.
მზის ელექტროსადგურის ფასის კალკულატორი
ჩვენი კალკულატორის საშუალებით, შეგიძლიათ გაიგოთ თქვენთვის საჭირო სისტემის სიმძლავრე, საფასური და სხვა დეტალები. გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი ყოველთვიური ელექტროენერგიის ხარჯი ლარში, დანარჩენს კი თქვენთვის კალკულატორი დაითვლის.
დამატებითი კითხვები გაქვთ? ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ
მზის ელექტროსადგურის დაპროექტება
მზის ელექტროსადგურის მშენებლობამდე, ჩვენი ინჟინრები დეტალურად შეისწავლიან თქვენს სივრცეს, გამოიკვლევენ რა ენერგიის გამომუშავებაა შესაძლებელი თქვენი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე და შეარჩევენ ყველაზე მზის პანელების განთავსებისთვის ყველაზე ოპტიმალურ ადგილს და მათ დახრის კუთხეს, რათა წლის განმავლობაში მაქსიმალურად მეტი მწვანე ენერგიის გამომუშავება შეძლოთ.
მზის პანელების მონტაჟი
ადგილის შეფასება/მოკვლევის და მზის ელექტროსადგურის დაპროექტების შემდეგ, ჩვენი პროფესიონალები წინასწარ გაწერილი გეგმის მიხედვით დაამონტაჟებენ მზის პანელებს. მთლიანი პროცესი მოიცავს კარკასის მოწყობას, სამაგრი სისტემების ინსტალაციას, ასევე უშუალოდ მზის პანელების კონსტრუქციას, კონკრეტული პროექტის მოთხოვნილებებიდან გამომდინარე, და ქსელთან დაერთებას.
მოვლა და ოპერირება
ჩვენი და მომხმარებლის ურთიერთობა მხოლოდ მზის პანელების მონტაჟით არ სრულდება. ელექტროსადგურის გამართულად მუშაობის უზრუნველსაყოფად, ჩვენ მთლიანი პროექტის მონიტორინგს ვახდენთ და საჭიროებისამებრ ვერევით წარმოქმნილი პრობლემის აღმოსაფხვრელად, რათა ენერგიის თქვენთვის მოწოდება მთელი წლის განმავლობაში უწყვეტად მიმდინარეობდეს.