მზის ენერგიის გამოყენება ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიული გადაწყვეტილებაა კლიმატის ცვლილებების შერბილებისა და მდგრადი მომავლის უზრუნველსაყოფად. მზის სხივების ჩვენთვის სასარგებლო ენერგიად გადაქცევის ტექნოლოგიას საფუძვლად უდევს მზის პანელები – მოწყობილობა, რომელიც მზის სინათლეს გარდაქმნის ელექტროენერგიად და გვაძლევს მისი გამოყენების უსაზღვრო შესაძლებლობებს.
მზის პანელები, ასევე ცნობილი როგორც ფოტოელექტრული (PV) პანელები, შედგება უჯრედებისგან, რომლებიც დაფარულია ნახევარგამტარი მასალებით, როგორიცაა სილიციუმი, ფოსფორი და ბორი. ისინი შთანთქავენ სინათლის ნაწილაკებს – ფოტონებს. უჯრედში მოხვედრილი ფოტონები გადასცემენ თავიანთ ენერგიას ელექტრონებს და იწვევენ მათ გათავისუფლებას თავისი ატომებისგან. სწორედ ამ თავისუფალი ელექტრონების მოძრაობა ქმნის ელექტრულ დენს მასალის შიგნით. მზის ელემენტებზე წარმოქმნილი ელექტრული ველი აძლევს ელექტრონებს საშუალებას იდინონ გარე წრედში ერთი მიმართულებით და წარმოქმნან მუდმივი დენი (DC), რომელიც შემდეგ ინვერტორით გარდაიქმნება ცვლად დენად (AC) და შესაძლებელია მაშინვე იქნას გამოყენებული ან დაგროვდეს აკუმულატორებში.
დამზადების ტექნოლოგიის მიხედვით მზის პანელები შეიძლება დავყოთ შემდეგ სახეებად:
- მონოკრისტალური მზის პანელები, რომლებშიც ერთ უჯრედში გამოყენებულია სილიციუმის ერთი კრისტალი. უჯრედებს აქვთ მომრგვალებული კუთხეები და შავი ფერი. მათი ერთიანი კრისტალური სტრუქტურის გამო შესაძლებელი ხდება უფრო მეტი მზის შუქის გარდაქმნა ენერგიად. ამიტომ პირდაპირი მზის სხივებისთვის მიიღწევა საკმაოდ მაღალი ეფექტურობა. მონოკრისტალურ მზის პანელებს ესაჭიროება შედარებით ნაკლები სივრცე განთავსებისთვის.
- პოლიკრისტალური მზის პანელები, რომლებშიც ერთ ელემენტში გამოყენებულია ერთად შემდნარი სილიციუმის მრავალი კრისტალი. პანელებს აქვთ მოლურჯო ან მონაცრისფრო ფერი. მონოკრისტალურ მზის პანელებთან შედარებით გამოირჩევა დაბალი ეფექტურობით, თუმცა აქვთ მზის სხივების უფრო ფართო კუთხით შთანთქმის უნარი. ვინაიდან მათი დამზადება მონოკრისტალურთან შედარებით მარტივია, რადგან არ საჭიროებს სპეციალურ პროცესს ერთი კრისტალის შესაქმნელად, მათი ღირებულება შედარებით დაბალია. პოლიკრისტალური მზის პანელები უფრო დიდი მოცულობისაა, ვიდრე მონოკრისტალური და საჭიროებენ უფრო მეტ სივრცეს მონტაჟისთვის.
- თხელი მზის პანელები, რომლებიც მზადდება ფოტოელექტრული მასალის დატანით თხელ, მაგალითად მინის ან ლითონის ფირფიტაზე. თხელი მზის პანელები არის დრეკადი და მოქნილი, რაც იძლევა მათი ნებისმიერ ზედაპირზე მარტივად მონტაჟის შესაძლებლობას, თუმცა სხვებთან შედარებით აქვთ ძალიან დაბალი ეფექტურობა.
მზის პანელებს შორის არჩევანის გაკეთება დამოკიდებულია ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა ღირებულება, მათი განთავსებისთვის ხელმისაწვდომი სივრცე, მოთხოვნები ეფექტურობისადმი და მზის სისტემის გამოყენების კონკრეტული მიზნები.
ჩვენ ვიყენებთ JA Solar -ის მზის პანელებს
JA Solar Technology Co. მსოფლიო ლიდერია მაღალი ხარისხის ფოტოელექტრული პროდუქციის წარმოებაში. 2005 წელს დაარსებული კომპანია დღეისათვის ფლობს 12 საწარმოო ბაზას, 13 შვილობილ კომპანიას და 27 ფილიალს მთელ მსოფლიოში, სადაც დასაქმებულია 50 000-ზე მეტი თანამშრომელი. მისი პროდუქცია ხელმისაწვდომია 130-ზე მეტ ქვეყანაში და რეგიონში, სადაც ჰყავს 33000-ზე მეტი მომხმარებელი და მიწოდების მთლიანი მოცულობა შეადგენს 201 გვტ-ს.
JA Solar-ის ბიზნესი მოიცავს სილიციუმის ჩარჩოებს, ნახევარგამტარულ უჯრედებს, მზის პანელებს და მზის ელექტროსადგურებს, რომლებიც გამოიყენება საცხოვრებელ სახლებში, კომერციულ და სამრეწველო ფოტოელექტრულ სისტემებში, ასევე მზის კომპლექსურ ელექტროსადგურებში (მათ შორის უდაბნოში, მთიან ადგილებში და წყლის ზედაპირეზე).
კომპანიამ მომხმარებლების მაღალი შეფასება და აღიარება მოიპოვა ისეთი უპირატესობების გამო, როგორიცაა მუდმივი ტექნოლოგიური გაუმჯობესებები, სტაბილური ფინანსური უპირატესობები და კარგად აწყობილი გლობალური გაყიდვებისა და მომსახურების ქსელები. ამავე მიზეზებით იგი ზედიზედ რამდენიმე წელია შედის „Fortune China 500“-ის და „Global Top 500 New Energy Enterprises“-ის სიებში.
თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით JA Solar-ის მზის პანელებში მიღწეულია უფრო მაღალი სიმძლავრის გამომუშავება, მექანიკური დატვირთვებისადმი გაზრდილი მდგრადობა, უკეთესი მუშაობა სუსტი განათების და მაღალი ტემპერატურის პირობებში.
JA Solar-ის ფოტოელექტრულმა მოდულებმა წლების განმავლობაში დაამტკიცა თავისი საიმედობა და ეფექტურობა, ასევე აჩვენა მაღალი ხარისხის დაბალ ფასებთან საუკეთესო შერწყმა.
მზის პანელების ფასის კალკულატორი
ჩვენი კალკულატორის საშუალებით, შეგიძლიათ გაიგოთ თქვენთვის საჭირო სისტემის სიმძლავრე, საფასური და სხვა დეტალები. გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი ყოველთვიური ელექტროენერგიის ხარჯი ლარში, დანარჩენს კი თქვენთვის კალკულატორი დაითვლის.
მზის პანელების გამოყენება
მზის პანელების გამოყენების შესაძლებლობები საკმაოდ ფართოა. მათგან რამდენიმე შეგვიძლია მოვიყვანოთ.
საწარმოებისთვის
ელექტროენერგიის გადასახადის მუდმივად მზარდი ტარიფების და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესების ფონზე, საწარმოებისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებაა სუფთა და მდგრადი ენერგიის წყაროებზე გადასვლა.
მზის პანელების გამოყენების შემთხვევაში საწარმო:
- იყენებს განახლებად ენერგიას, რომლის წყარო - მზე ამოუწურავია;
- ხდება ეკომეგობრული, რაც ნიშნავს, რომ მისი მუშაობა არ აყენებს ზიანს გარემოს;
- იძენს ეკოლოგიურად პასუხისმგებელი სუბიექტის სახელს, რაც აძლევს შესაძლებლობას მიიზიდოს გარემოსდაცვით საკითხებში გაცნობიერებული მომხმარებლები, ინვესტორები და პარტნიორები, რითაც ძლიერდება მისი იმიჯი და პოზიცია ბაზარზე;
- საკუთარი ავტონომიური ელექტროენერგიის გამომუშავებით არ არის დამოკიდებული ტრადიციულ ცენტრალურ ენერგომომარაგებაზე და თავისუფალია მასზე მუდმივად მზარდი გადასახადებისგან. ეს კი იძლევა ხარჯების შემცირების შესაძლებლობას, რაც გადამწყვეტია კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად.
- აქვს საჭიროების შემთხვევაში სიმძლავრის გაზრდის შესაძლებლობა.
- შეუძლია ისარგებლოს სახელმწიფოს ხელშეწყობის პროგრამებით, საგადასახადო შეღავათებით და სხვა ფინანსური წახალისებებით ბიზნესისთვის, რომელიც ახდენს ინვესტირებას მზის ენერგიაში.
სასტუმროებისთვის
სასტუმროების მოთხოვნილება ელექტროენერგიაზე საკმაოდ მაღალია. სტუმრებისთვის კომფორტული გარემოს მოწყობა მოითხოვს საკმაოდ დიდ დანახარჯებს ელექტროენერგიაზე: ოთახების გათბობა და კონდიცირება, მაცივრები, ცხელი წყლით მომარაგება, სადღეღამისო განათება, საცურაო აუზები, სპა, რესტორნები, ბარები, ასევე სპეციალური ღონისძიებებისა და საქმიანი კონფერენციების გამართვა. ეს დანახარჯები საგრძნობლად აისახება ბიუჯეტზე.
სასტუმროში მზის პანელების გამოყენებით:
- საკუთარი ელექტროენერგიის გამომუშავებით მიიღება დანახარჯების საგრძნობი ეკონომია.
- მიიღწევა ენერგომომარაგების სტაბილურობა - ენერგეტიკული მდგრადობა.
- მოკლე ჩართვის რისკი დადის ნულამდე, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობაა უსაფრთხოების კუთხით.
- საგრძნობლად იზრდება საკუთრების ღირებულება.
- სასტუმრო იძენს ეკომეგობრულ სტატუსს, რამაც შესაძლებელია მოიტანოს კარგი სარეკლამო ეფექტი.
მზის პანელების მონტაჟი მარტივად შესაძლებელია სასტუმროს სახურავზე. მათი მუშაობა სრულიად უხმოა და არ მოითხოვს დამატებით მომსახურებას.
მეურნეობისთვის
მზის პანელების დამზადების თანამედროვე ტექნოლოგიების მრავალფეროვნებამ ეფექტური გახადა მზის ენერგიის გამოყენება სოფლის მეურნეობაში სხვადასხვა მიმართულებებით.
- მზის პანელების განთავსებით სათბურების, მეცხოველეობის და მეფრინველეობის ფერმების სახურავებზე, სადაც მაღალია ელექტროენერგიის მოხმარება, გრძელვადიან პერსპექტივაში ნულამდე დადის ელექტროენერგიის გადასახადი.
- მზის პანელების მონტაჟი ბოსტნეული, ბაღჩეული და კენკროვანი კულტურების ნათესების თავზე ან მწკრივებს შორის, მიწიდან გარკვეულ სიმაღლეზე ოპტიმალური დახრით იძლევა შესაძლებლობას ელექტროენერგიის გამომუშავებასთან ერთად სასოფლო სამეურნეო ნათესებისთვის უზრუნველყოფილი იქნას მათთვის საჭირო ოპტიმალური განათება და საგრძნობლად გაიზარდოს მათი მოსავლიანობა.
- სარწყავი სისტემების და წყლის ტუმბოების ელექტრომომარაგება მზის ენერგიით იძლევა საშუალებას ქსელიდან დამოუკიდებლად წყლის რესურსების უფრო მდგრადი მართვისთვის.
- მზის ბატარეების გამოყენება ასევე ეფექტურია თევზების მოსაშენებელ ფერმებში. მზის პანელების წყალზე მონტაჟი იძლევა წყლის ტემპერატურის კონტროლის და გარემოს გაუმჯობესების საშუალებას.
საკუთარი სახლისთვის
მზის პანელებით მიიღება მდგრადი, ეკონომიური და სუფთა ელექტროენერგია, რაც იძლევა ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას ტრადიციული ქსელებისგან, რომელთა გათიშვა შესაძლებელია სხვადასხვა გაუთვალისწინებელი სიტუაციების გამო და რომელთა ფასები მუდმივად მზარდია. მზის ენერგიის გამოყენებით მცირდება ელექტროენერგიის დანახარჯები, რაც მნიშვნელოვანია ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებისთვის. სუფთა, განახლებადი ენერგიის არჩევით, სახლის მფლობელებს თავისი წვლილი შეაქვთ გლობალურ ძალისხმევაში კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად და პლანეტის მომავალი თაობებისთვის შესანარჩუნებლად.
მზის ფერმის მოწყობა
მდგრადი ენერგეტიკული გადაწყვეტილებების ძიებაში, მზის ფერმები გამოჩნდა, როგორც განახლებად ენერგიაზე გადასვლის გლობალური შესაძლებლობა. მზის პანელების ეს უზარმაზარი მასივები იყენებენ მზის უხვ ენერგიას, რათა დიდი მასშტაბით გამოიმუშაონ სუფთა ელექტროენერგია.
მზის ფერმების მოწყობა იძლევა არა მხოლოდ სუფთა, განახლებადი ენერგიის გამომუშავების შესაძლებლობას, არამედ ხელს უწყობს უფრო მდგრად მომავალს. უახლესი ტექნოლოგიებისა და საუკეთესო პრაქტიკების გამოყენებით მზის ფერმის მშენებლობაზე დახარჯულ თანხას ინვესტორებისთვის, დეველოპერებისთვის თუ უბრალოდ მიწის მესაკუთრეებისთვის აქვს უზარმაზარი პოტენციალი გრძელვადიანი სარგებლისთვის.
დაფინანსება საქართველოში
მზის პანელების შეძენა და დამონტაჟება საკუთარი თუ ბიზნეს საჭიროებებისათვის გარკვეულ მატერიალურ რესურსს მოითხოვს. თუმცა ენერგოეფექტური პროექტების განხორციელებისთვის საჭირო დაფინანსების მიღება შესაძლებელია ენერგოკრედიტების, ლიზინგის, გრანტების და სხვადასხვა პროგრამების სახით.
დღევანდელ დღეს, როდესაც განახლებადი ენერგიების წარმოება და განვითარება ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს, კომპანიებს, რომლებიც აწარმოებენ ელექტროენერგიას ალტერნატიული წყაროებიდან, სახელმწიფო სთავაზობს ფინანსურ ხელშეწყობას, რაც სამომავლოდ დადებითად აისახება საქართველოს ენერგეტიკულ, ეკონომიკურ და ეკოლოგიურ სტაბილურობაზე. სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული დაფინანსების შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ "აწარმოე საქართველოს" ვებსაიტზე.
მზის პანელების მონტაჟი
მზის ელექტროსადგურის მოწყობა მშვენიერი ინვესტიციაა როგორც ბიზნეს მომგებიანობის გასაზრდელად, ისე საკუთარ სახლში ხარჯების მნიშვნელოვნად შესამცირებლად. მის მოწყობაში Step Energy-ს გუნდი დაგეხმარებათ.