2020 წლიდან მოყოლებული, Step Energy ქართულ და საერთაშორისო ბაზარს სთავაზობს მწვანე ენერგიის ელექტროსადგურების განვითარებას. თავდაპირველად, როგორც მზის ენერგიის კომპანიამ (Step Solar) ბაზარს განახლებადი მზის ენერგია შევთავაზეთ. დღეს, ამასთან ერთად, მომხმარებელს ქარის ელექტროსადგურების განვითარებას, ელექტრო პარკინგის მოწყობას და ენერგოეფექტურ გადაწყვეტილებებში დახმარებასაც ვთავაზობთ.
ჩვენ განახლებადი ენერგიის ელექტროსადგურების განვითარების ხანგრძლივი გამოცდილება და ღრმა ცოდნა გვაქვს პროექტების წარმოების მთელ ციკლში. როგორც EPC კომპანია, ჩვენ აქტიურად ვართ ჩართულები პროექტის განვითარების მთელ გზაზე, დაპროექტებიდან აღსრულებამდე.
Step Energy მჭიდროდ თანამშრომლობს ინვესტორებთან და პარტნიორებთან მაღალპროდუქტიული მზის თუ ქარის ელექტროსადგურების პროექტირების და მშენებლობის ეტაპებზე საქართველოსა და რეგიონში.
აუცილებელია გადავდგათ ნაბიჯი მწვანე მომავლისკენ, შევქმნათ მეტი სუფთა და განახლებადი ენერგიის წყარო ჩვენი უკეთესი მომავლისთვის. ამიტომ გვჯერა, რომ ჩვენი თითოეული განხორციელებული პროექტი ხელს უწყობს საქართველოს და მსოფლიოს მდგრად ენერგო და ეკონომიკურ განვითარებას.
ჩვენ ვქმნით განახლებად ენერგიას, ჩვენ ვქმნით მომავალს!