წარმოიდგინეთ, რომ შეგიძლიათ მნიშვნელოვნად შეამციროთ ელექტროენერგიის გადასახადები და ამასთან ერთად, მუდმივად გქონდეთ საკუთარი, სტაბილური ენერგიის წყარო. სწორედ ამის საშუალებას გაძლევთ მზის პანელები - თანამედროვე, სანდო და უკვე საკმაოდ ხელმისაწვდომი ტექნოლოგია.

ის შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი სახლისა თუ ბიზნესის სუფთა, მწვანე და ყველაზე მთავარი - იაფი ელექტროენერგიით მომარაგებისთვის, ასევე კომერციული მიზნებისთვის.
მზის პანელების დამონტაჟებით მნიშვნელოვნად შეამცირებთ ელექტროენერგიის ყოველთვიურ ხარჯებს და გახდებით მეტად ენერგოდამოუკიდებელი.

მზის ენერგია - ეს არის პრაქტიკული და გრძელვადიანი ინვესტიცია, რომელიც დაგეხმარებათ დაიცვათ თქვენი ფინანსები ელექტროენერგიის ფასების ზრდისგან. მზის პანელების საშუალებით შეგიძლიათ თავად აწარმოოთ იაფი, სუფთა ენერგია, მნიშვნელოვნად შეამციროთ ხარჯები და ამასთან ერთად, საკუთარი წვლილი შეიტანოთ ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობაში.

მზის ენერგია ამოუწურავი და უფასოა - განსხვავებით ტრადიციული ენერგიის წყაროებისგან, რომლებსაც ჩვეულებრივ უფრო მაღალი ფასი აქვს. პანელების მონტაჟის შემდეგ თქვენ პრაქტიკულად იღებთ სტაბილურ ენერგიის წყაროს, რომლის ხარჯიც წლიდან წლამდე მცირდება. თქვენ თავად აწარმოებთ იაფ, სუფთა ენერგიას და აღარ ხართ დამოკიდებული ტარიფების მუდმივ ზრდაზე.

ტექნიკურად, არსებობს სამი ძირითადი ტიპის მზის პანელები, რომლებიც განსხვავდება ეფექტურობით, გამძლეობითა და ღირებულებით. ესენია: მონოკრისტალური, პოლიკრისტალური და თხელი მზის პანელები. თითოეულ მათგანს აქვს თავისი უპირატესობები და გამოყენების სფერო. მათ არჩევანს განსაზღვრავს მათი განთავსებისთვის ხელმისაწვდომი სივრცე, მოთხოვნები ეფექტურობისადმი და მზის სისტემის გამოყენების კონკრეტული მიზნები.

ჩვენ დაგეხმარებით იმ ვარიანტის შერჩევაში, რომელიც ყველაზე მეტად შეეფერება თქვენს საჭიროებებს და მოგცემთ მაქსიმალურ შედეგს!


რა ჯდება მზის პანელები


ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დასმული კითხვაა - რა ღირს მზის პანელები?

მზის სისტემის მთლიანი ღირებულება დამოკიდებულია თქვენთვის საჭირო კონკრეტულ კომპონენტებზე, სისტემის ზომაზე, გამოყენებულ ტექნოლოგიასა და მონტაჟის პირობებზე:


სისტემის სიმძლავრე
1-5 კვტ საჭიროა ბინის, სახლის ან ბიზნესის ელექტროენერგიით მომარაგებისთვის, 10 კვტ და მეტი საწარმოებისთვის, 500 კვტ ინდუსტრიული ობიექტებისთვის. მოხმარებული ენერგიის ზრდასთან ერთად იზრდება სისტემის ზომა და შესაბამისად ფასიც.
პანელების ტიპი
მონოკრისტალური პანელები ოდნავ ძვირია; პოლიკრისტალური - შედარებით იაფია.
ბრენდი და ხარისხი
მაღალი ხარისხის და საერთაშორისო წამყვანი მწარმოებლების პროდუქცია შედარებით ძვირია, მაგრამ უფრო საიმედოა.
ინვერტორი (გარდამქმნელი)
ფასი დამოკიდებულია ბრენდზე, სიმძლავრეზე და ტიპზე - ქსელურია (on-grid), ჰიბრიდული თუ უქსელო (off-grid).
მონტაჟის ხარჯი
ფასი იცვლება მონტაჟის სირთულის გათვალისწინებით - ადგილმდებარეობა, მიწა, სახურავი კომერციული ობიექტი.
ბატარეები
ზრდის სისტემის ფასს.
დამატებითი ელემენტები
სამონტაჟო კონსტუქცია; კაბელები; კონტროლერი; მრიცხველი; გამანაწილებელი ფარი; მონიტორინგის სისტემა.

ქვემოთ მოცემული ფასების ცხრილი დაგეხმარებათ განსაზღვროთ დაახლოებით რა მოცულობის ინვესტიცია გჭირდებათ მზის პანელებზე, თუმცა საბოლოო ღირებულება დამოკიდებულია ინდივიდუალურ მოთხოვნებზე.

სიმძლავრე (კვტ) საშ. ფასი 1 კვტ-ზე ($) თვიური გამომუშავება (ლარი) გამოყენების რეკომენდაცია
1 კვტ 750 ~31 პატარა ბინა ან აგარაკი
3 კვტ 700 ~94 საშუალო ზომის სახლი
5 კვტ 650 ~156 დიდი ზომის სახლი ან მცირე ბიზნესი
10 კვტ 600 ~313 მცირე საწარმო
50 კვტ 500 ~1563 საშუალო საწარმო
100 კვტ 400 ~3125 დიდი საწარმო
500 კვტ 350 ~15625 ინდუსტრიული ობიექტები

მეტ ინფორმაციას მზის სისტემის ღირებულებაზე შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს ბლოგში მზის პანელების ფასი: რა ჯდება მზის პანელების საქართველოში.

მზის სადგურის მოწყობისთვის საჭირო დაფინანსების მიღება შეგიძლიათ სხვადასხვა წყაროებიდანაც - „აწარმოე საქართველოში“, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პროექტები, გრძელვადიანი ენერგოკრედიტები.

მზის ელექტროსადგურის ფასის კალკულატორი


ჩვენი კალკულატორის საშუალებით, შეგიძლიათ გაიგოთ თქვენთვის საჭირო სისტემის სიმძლავრე, საფასური და სხვა დეტალები. გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი ყოველთვიური ელექტროენერგიის ხარჯი ლარში, დანარჩენს კი თქვენთვის კალკულატორი დაითვლის.


ყოველთვიური ხარჯი:

შეიყვანეთ, რამდენს იხდით ყოველთვიურად ელექტროენერგიაში, ლარში.



კალკულაცია:
ელექტროენერგიის 1 კვტ*სთ საფასური:
სადგურის დადგმული სიმძლავრე კილოვატებში: კვტ.
ყოველთვიური მოხმარებული ელექტროენერგია კვტ*სთ: კვტ*სთ
საჭირო ფართობი: კვ. მ
პროექტის საფასური: $
ყოველთვიური ხარჯი:

შეიყვანეთ, რამდენს იხდით ყოველთვიურად ელექტროენერგიაში, ლარში.


კალკულაცია
ელექტროენერგიის 1 კვტ*სთ საფასური:
სადგურის დადგმული სიმძლავრე კილოვატებში: კვტ.
ყოველთვიური მოხმარებული ელექტროენერგია კვტ*სთ: კვტ*სთ
საჭირო ფართობი: კვ. მ
პროექტის საფასური: $

ჩვენ ვიყენებთ JA Solar -ის მზის პანელებს


ჩვენი კომპანიისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია მზის სისტემების ისეთი კომპონენტების გამოყენება, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი ხარისხითა და საიმედობით. სწორედ ამიტომ, ვირჩევთ JA Solar-ის პანელებს - მსოფლიო ლიდერის პროდუქციას ფოტოელექტრულ ტექნოლოგიებში.


JA Solar არის ერთ-ერთი ყველაზე სანდო და გამოცდილი მწარმოებელი, რომლის პროდუქციაც გამოირჩევა გამძლეობით, მაღალი ეფექტურობით და მუშაობს რთულ გარემო პირობებშიც. მათი პანელები მდგრადია მექანიკური დატვირთვების მიმართ (ქარი, სეტყვა, თოვლი) და ინარჩუნებს მაღალ პროდუქტიულობას როგორც მაღალი ტემპერატურის, ისე სუსტი განათების პირობებში. სწორედ ამიტომ მას ენდობა მილიონობით მომხმარებელი 130-ზე მეტ ქვეყანაში.

პანელები შექმნილია მინიმუმ 30-წლიანი საიმედო მუშაობისთვის, რაც მათ არა მხოლოდ ენერგიის წყაროდ, არამედ მომგებიან ინვესტიციად აქცევს.

თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით, JA Solar-ის პანელები უზრუნველყოფს ენერგიის გარდაქმნის მაღალ მაჩვენებელს, რაც ნიშნავს მეტ გამომუშავებულ ელექტროენერგიას იმავე ფართობზე.

ჩვენ გთავაზობთ JA Solar-ის მზის პანელს, რადგან ის იძლევა საუკეთესო ბალანსს ხარისხს, საიმედოობასა და ფასს შორის. ჩვენი პანელები უზრუნველყოფენ თქვენს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას მრავალი წლის განმავლობაში.

მზის პანელების მონტაჟი


მზის პანელები სუფთა და მდგრადი ენერგიის წყაროა, რომელიც იძლევა ენერგოდამოუკიდებლობას, ამცირებს ხარჯებს და იცავს გარემოს მავნე ზეგავლენისგან.

ამიტომ მზის ენერგიის გამოყენების არეალი საკმაოდ ფართოა და მოიცავს როგორც კერძო, ისე კომერციულ და სახელმწიფო სექტორებს:


საცხოვრებელი სახლისთვის

დღეს მზის პანელების დამონტაჟება საკუთარი სახლის ელექტროენერგიის მოხმარების ჩასანაცვლებლად ყველაზე ხელმისაწვდომი, პრაქტიკული და მწვანე გადაწყვეტილებაა. ასე თქვენ თავად გახდებით საკუთარი, სუფთა ენერგიის მწარმოებელი, რითაც უფრთხილდებით საქართველოს ეკოლოგიას, წვლილი შეგაქვთ ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებაში და ასევე დაცული ხართ მზარდი ელექტროენერგიის ტარიფებისგან.

საკუთარი ბიზნესისთვის

მზის ელექტროსადგურების ტექნოლოგიური განვითარების და ამ სფეროში არსებული ფინანსური ხელშეწყობის გამო, მზის პანელებზე საქართველოში მოთხოვნა ძალიან გაიზარდა. საკუთარი მზის ელექტროსადგურის ინსტალაციით, თქვენ ხართ დაცული მზარდი ელექტროენერგიის ტარიფებისგან და, ამასთან ერთად, შეგაქვთ წვლილი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებაში.

საგენერაციო ობიექტი

თუ ელექტროენერგიით თანხის გამომუშავება გსურთ, შეგიძლიათ ინვესტირება მზის საგენერაციო ობიექტში გააკეთოთ და საკმაოდ სერიოზული უკუგებაც მიიღოთ. მზის საგენერაციო ობიექტი საშუალებას მოგცემთ ელექტროენერგია აწარმოოთ და გაყიდოთ მთელი წლის განმავლობაში.

სახელმწიფო ობიექტი

დღეს მზის პანელების დამონტაჟება სკოლებში, ბაღებში, საავადმყოფოებსა და სხვა საზოგადოებრივ შენობებში ერთ-ერთი ყველაზე გამართლებული ინვესტიციაა. ასე შესაძლებელია მნიშვნელოვნად შემცირდეს ენერგო ხარჯები, შეიქმნას ეკოლოგიურად სუფთა გარემო და უსაფრთხო პირობები როგორც ბავშვებისთვის, ისე პაციენტებისა და პერსონალისთვის.

სთეფ ენერჯი უკვე მრავალი წელია ახორციელებს მზის პანელების მონტაჟის სამუშაოებს როგორც მცირე, ისე დიდი პროექტებისთვის. ჩვენი სერვისი მოიცავს სრულ ციკლს – დაპროექტებიდან აღსრულებამდე:

კითხვები გაქვთ? ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ!

მზის პანელების ტექნიკური მახასიათებლები


მზის პანელების ტექნიკური მახასიათებლები განსხვავდება მათი დამზადების ტექნოლოგიის მიხედვით:

ინვერტორების ტიპები, რომლებიც გამოიყენება მზის სისტემებში:

დაფინანსების შესაძლებლობები


დღეს, როდესაც განახლებადი ენერგია ქვეყნის ენერგეტიკული და ეკონომიკური სტაბილურობის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად ითვლება, სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციები აქტიურად უწყობენ ხელს კომპანიებსა და კერძო პირებს მზის ენერგიის უკეთ ათვისებაში. 

მზის პანელების შეძენა და დამონტაჟება გარკვეულ ინვესტიციას მოითხოვს როგორც საოჯახო, ისე ბიზნეს საჭიროებებისთვის. საქართველოში ხელმისაწვდომია სხვადასხვა პროგრამები და ფინანსური ინსტრუმენტები, რომლებიც განახლებადი ენერგიის პროექტების განხორციელებას ამარტივებს.


აწარმოე საქართველოში

„აწარმოე საქართველოში“ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სახელმწიფო პროგრამაა, რომელიც ბიზნესებს ფინანსურ მხარდაჭერას სთავაზობს. განახლებადი ენერგიის წარმოება ქვეყნის პრიორიტეტულ მიმართულებად ითვლება, ამიტომ სახელმწიფო აქტიურად ეხმარება კომპანიებს, რომლებიც მზის, ქარისა და ჰიდრო ენერგიას ითვისებენ.

პროგრამის ფარგლებში:

  • შესაძლებელია სესხით ან ლიზინგით სარგებლობა მცირე სიმძლავრის (0.5 მეგავატამდე) ელექტროსადგურებისთვის;
  • სესხის პროცენტის სუბსიდირება ხორციელდება სრული ვადით – რეფინანსირების განაკვეთის გამოკლებული 5%-ის ოდენობით;
  • შესაძლებელია დამატებითი სარგებლის მიღება უზრუნველყოფის ნაწილში.

ეს პროგრამა ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი და საიმედო გზაა საქართველოში მზის ენერგიის პროექტების დასაფინანსებლად. თუ გსურთ მზის სადგურის მოწყობა, პროგრამა შესაძლებლობას გაძლევთ მიიღოთ დაფინანსება პანელების შესაძენად და დასამონტაჟებლად.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) საქართველოში ასევე მხარს უჭერს ეკოლოგიურად სუფთა და მდგრადი ენერგიის განვითარებას. პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია დაბალპროცენტიანი სესხის მიღება, რომელიც განკუთვნილია ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებისა და განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების მხარდასაჭერად. საკრედიტო ხაზი აერთიანებს:

  • სესხს ან ლიზინგს,
  • უფასო ტექნიკურ დახმარებას,
  • საგრანტო კომპონენტს.

მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებს, ასევე ინდმეწარმეებს, აქვთ შესაძლებლობა მიიღონ დაბალპროცენტიანი სესხები ეროვნულ ვალუტაში, 3-დან 5 წლამდე ვადით. გარდა ფინანსური სარგებლისა, პროგრამა კომპანიებს სთავაზობს ტექნიკურ კონსულტაციას ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებლად.

გრძელვადიანი ენერგოკრედიტები

გრძელვადიანი ენერგოკრედიტები კიდევ ერთი ეფექტური გზაა მზის ენერგიაში ინვესტირებისთვის. ისინი განკუთვნილია როგორც ბიზნესებისთვის, ასევე კერძო პირებისთვის.

  • საქართველოს ბანკი გთავაზობთ ეკომეგობრულ ენერგოკრედიტს, რომელიც ხელმისაწვდომია ონლაინ და მისი მოთხოვნა შესაძლებელია გამარტივებული პროცედურით. ბანკი მომხმარებლებს სთავაზობს მათ შესაძლებლობებზე მაქსიმალურად მორგებულ პირობებს და შემოსავლებზე მორგებულ მოქნილ დაფარვის გრაფიკს.
  • თიბისი ბანკი მომხმარებლებს აწვდის გრძელვადიან სესხს მზის პანელების შეძენისა და მონტაჟისთვის, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად კი სხვადასხვა დამატებით სარგებელსაც სთავაზობს. 

მზის ენერგიის გამოყენება და პოტენციალი საქართველოში


ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობისა და კლიმატის გამო, საქართველო ხასიათდება მზის გამოსხივების მაღალი ინტენსივობით, რაც ქმნის იდეალურ პირობებს მზის ენერგიის გამოყენებისთვის. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ალტერნატიული წყარო ელექტროენერგიის ადგილობრივი წარმოებისა და ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების გასაძლიერებლად.

მზის ენერგიის გამოყენება საშუალებას აძლევს ოჯახებსა და ბიზნესებს შეამცირონ დამოკიდებულება ტრადიციულ ელექტროენერგიაზე და გრძელვადიან პერსპექტივაში დაზოგონ ხარჯები.

გარდა ამისა, მზის ენერგია არის სუფთა, განახლებადი და ეკოლოგიურად უსაფრთხო ენერგიის წყარო, რომელიც არ იწვევს გარემოს დაბინძურებას.

სუფთა და განახლებადი ენერგიის განვითარება საქართველოს საშუალებას აძლევს გაზარდოს საკუთარი ენერგოუსაფრთხოება.

ჩვენი შესრულებული პროექტები

ჩვენ გუნდს უკვე განახორციელებული აქვს მრავალი წარმატებული პროექტი:

მზის პანელების მონტაჟი


მზის ელექტროსადგურის მოწყობა მშვენიერი ინვესტიციაა როგორც ბიზნეს მომგებიანობის გასაზრდელად, ისე საკუთარ სახლში ხარჯების მნიშვნელოვნად შესამცირებლად. მის მოწყობაში Step Energy-ს გუნდი დაგეხმარებათ. 


კონტაქტი