მზის ენერგიის გარდამქმნელი, ანუ სოლარ ინვერტორი არის მზის ენერგიის სისტემის უმნიშვნელოვანესი ელემენტი. მისი მთავარი დანიშნულებაა მზის პანელების მიერ გამომუშავებული მუდმივი დენის გარდაქმნა ცვლად დენად, რომელსაც ვიყენებთ სახლებში, კომერციულ ობიექტებში და ელექტრო ქსელში.
მზის პანელები გამოიმუშავებენ ენერგიას, ინვერტორი კი უზრუნველყოფს მზის ენერგიის თავსებადობას სტანდარტულ ელექტრო სისტემებთან და ელექტროენერგიის უსაფრთხო და სტაბილურ მოწოდებას.
ინვერტორი ასევე აკონტროლებს მზის სისტემის მუშაობას, ზრდის მის ეფექტურობას და იცავს სისტემას გადატვირთვისა და არასტაბილური ძაბვისგან. მისი ხარისხი და სიმძლავრე პირდაპირ აისახება მზის ელექტროსადგურის საიმედობასა და მუშაობის ხანგრძლივობაზე.
სწორად შერჩეული და მაღალი ხარისხის მზის ინვერტორი მზის ენერგიის სისტემის სტაბილურ, გრძელვადიან და მაქსიმალურად ეფექტურ მუშაობას უზრუნველყოფს. ამიტომ მისი არჩევა არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე თავად მზის პანელების.

ჩვენი ინვერტორი
ჩვენი კომპანია ორიენტირებულია მაღალი ხარისხის გარდაქმნელების გამოყენებაზე. სწორედ ამ პრინციპით ვირჩევთ განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების გლობალური ლიდერის, Sungrow-ს ინვერტორებს. Step Energy არის Sungrow-ს ექსკლუზიური დისტრიბუტორი და სერვისის მიმწოდებელი საქართველოსა და სომხეთში!

1997 წელს დაარსებული კომპანია უკვე თითქმის სამი ათწლეულია ლიდერობს მწვანე ენერგიის სფეროში. მისი პროდუქცია გამოიყენება 180 ქვეყანაში, ხოლო მის მუდმივ ტექნოლოგიურ პროგრესს უზრუნველყოფს საკუთარი უმსხვილესი კვლევითი ცენტრი.
Sungrow-ს პროდუქციის გამოყენება უზრუნველყოფს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას, მზის სისტემის ეფექტურობას, სტაბილურობას და ეკონომიურობას ნებისმიერი მასშტაბის პროექტისთვის.
Sungrow-ს ინვერტორები ადვილად ინტეგრირდება სხვადასხვა ტიპის მზის ენერგიის სისტემაში და უზრუნველყოფენ ენერგიის მაქსიმალურ გამომუშავებას, სტაბილურ და უსაფრთხო მუშაობას, ჭკვიან მონიტორინგსა გრძელვადიან ექსპლუატაციას.
Sungrow-ს პროდუქცია მოიცავს ფოტოელექტრულ ინვერტორებს და ენერგიის დაგროვების სისტემებს როგორც სამრეწველო და კომერციული სექტორისთვის, ისე საცხოვრებელი ობიექტებისთვის, ასევე გადაწყვეტილებებს მცურავი ფოტოელექტრული სადგურებისთვის.
ჩვენ ვუზრუნველყოფთ Sungrow-ს ინვერტორების სწორ შერჩევას, პროფესიონალურ მონტაჟსა და ტექნიკურ მხარდაჭერას, რაც გაძლევთ საშუალებას მიიღოთ მაქსიმალური სარგებელი თქვენი მზის ენერგიის სისტემებიდან.
გარდამქმნელს ეძებთ? ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ!
გარანტიები
ჩვენ გთავაზობთ არა მხოლოდ მაღალხარისხიან ინვერტორების შერჩევის, არამედ მათი პროფესიონალური მონტაჟისა და ტექნიკური მხარდაჭერის სერვისებს, რაც ასევე გაძლევთ თქვენი მზის სისტემის ხანგრძლივი და ეფექტური მუშაობის გარანტიას.
ინვერტორის ტიპები
სისტემის დანიშნულებისა და მომხმარებლის საჭიროებების გათვალისწინებით ინვერტორები მუშაობის რეჟიმის მიხედვით არსებობს სამი ტიპის:
ქსელური (On-Grid) ინვერტორი
ქსელური ინვერტორი გამოიყენება იმ მზის ელექტროსადგურებში, რომლებიც მიერთებულია ელექტროენერგიის საერთო სადისტრიბუციო ქსელზე. იგი მზის პანელებიდან მიღებულ ენერგიას გარდაქმნის ცვლად დენად და გადასცემს როგორც მომხმარებლის შიდა ქსელს, ისე საერთო ელექტრო ქსელს.
ქსელური მზის სისტემები, როგორც წესი, ჩართულია ნეტო აღრიცხვის პროგრამაში, რაც ნიშნავს, რომ ზედმეტი გენერაციის შემთხვევაში გამომუშავებული ელექტროენერგია გადის ქსელში, რომლის რაოდენობას აღრიცხავს მრიცხველი და მომხმარებელს უგროვდება დადებითი ბალანსი. მას შეუძლია ამ ელექტროენერგიის გამოყენება მომავალში.
ელექტრო ქსელის გათიშვის შემთხვევაში ქსელური ინვერტორი ავტომატურად ითიშება, რაც იცავს სისტემას. აღნიშნული ტიპის ინვერტორზე აკუმულატორების მიერთება შეუძლებელია.
ავტონომიური (Off-Grid) ინვერტორი
ავტონომიური ინვერტორი განკუთვნილია იმ ობიექტებისთვის, რომლებიც არ არიან მიერთებული ელექტრო ქსელზე. ასეთი სისტემები დამოუკიდებლად მუშაობენ და ენერგიას იღებენ მზის პანელებიდან და აკუმულატორებიდან, რომლებიც ინახავენ ზედმეტად გენერირებულ ელექტროენერგიას შემდგომი გამოყენებისთვის.
მისი ძირითადი ფუნქციაა აკუმულატორებში დაგროვილი მუდმივი დენის გარდაქმნა მომხმარებლისთვის საჭირო სტანდარტულ ძაბვად. ავტონომიური ინვერტორი არ არის გათვლილი ქსელთან მიერთებაზე, ქსელზე ჩართვამ შესაძლოა გამოიწვიოს მისი დაზიანება.
ჰიბრიდული (Hybrid) ინვერტორი
ჰიბრიდულ ინვერტორს შეუძლია მუშაობა როგორც ქსელურ, ისე ავტონომიურ რეჟიმში, რაც უპირატესობაა და ითვლება ერთ-ერთ ყველაზე მოქნილ და თანამედროვე გადაწყვეტად იმ ბიზნესებში, საცხოვრებელ ან კომერციულ შენობებში გამოსაყენებლად, სადაც უწყვეტი დენის მიწოდება კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
მუშაობა როგორც ქსელურ, ასევე ავტონომიურ რეჟიმში მომხმარებელს აძლევს მაქსიმალურ ენერგეტიკულ უსაფრთხოებას. ჰიბრიდული ინვერტორები აერთიანებენ როგორც ქსელთან დაკავშირებული, ასევე ავტონომიური ინვერტორების უპირატესობებს - ჭარბი ენერგია შეიძლება დაგროვდეს როგორც აკუმულატორში, ასევე ქსელში.
ინვერტორის არქიტექტურა
ინვერტორის არქიტექტურა განსაზღვრავს, როგორ ხდება მზის პანელების მიერ გამომუშავებული ენერგიის მართვა და კონტროლი სისტემაში. არქიტექტურის სწორად შერჩევა გავლენას ახდენს სისტემის ეფექტურობაზე, მონიტორინგის შესაძლებლობებზე და საერთო მუშაობის სტაბილურობაზე.
ძირითადად გამოიყოფა ინვერტორის სამი ტიპის არქიტექტურა:
სტრინგ ინვერტორი
სტრინგ ინვერტორი წარმოადგენს ყველაზე გავრცელებულ და პრაქტიკულ გადაწყვეტას. ყველაზე შესაფერისია მზის ენერგიის მარტივი სისტემების დიზაინისთვის, როგორიცაა საცხოვრებელი და კომერციული მზის სისტემები. ამ შემთხვევაში რამდენიმე მზის პანელი ერთიანდება ერთ ან რამდენიმე ჯაჭვში (სტრიქონში) და უერთდება ერთ ცენტრალურ ინვერტორს. ენერგიის გარდაქმნა და მართვა ხდება ინვერტორის დონეზე.
სტრინგ არქიტექტურა გამოირჩევა მარტივი მონტაჟითა და ოპტიმალური ღირებულებით. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ სტრინგში შემავალ ერთ-ერთ პანელს აქვს ჩრდილი ან ტექნიკური პრობლემა, ეს შეიძლება აისახოს მთელი სტრინგის გამომუშავებაზე.
მიკროინვერტორი
მიკროინვერტორის არქიტექტურის შემთხვევაში თითოეულ მზის პანელს აქვს საკუთარი მცირე ზომის ინვერტორი, რომელიც მიმაგრებულია თითოეული პანელის უკანა მხარეს. თითოეული პანელი დამოუკიდებლად გარდაქმნის გამომუშავებულ ენერგიას, რაც მნიშვნელოვნად ზრდის სისტემის წარმადობას.
ამ არქიტექტურის უპირატესობაა პანელების დამოუკიდებელი მუშაობა, მაღალი ეფექტურობა ჩრდილის პირობებში და დეტალური მონიტორინგის შესაძლებლობა თითოეული პანელის დონეზე. მიკროინვერტორები განსაკუთრებით ეფექტურია დაჩრდილულ სახურავზე ან რთული კონფიგურაციის მქონე სისტემებისთვის. თუმცა ის უფრო ძვირია და რთულია მისი მონტაჟი და მოვლა.
სტრინგ ინვერტორი ენერგიის ოპტიმიზატორით
სიმძლავრის ოპტიმიზატორების გამოყენების შემთხვევაში თითოეულ მზის პანელზე მონტაჟდება სპეციალური ოპტიმიზატორი, რომელიც აუმჯობესებს პანელის მუშაობას და აკონტროლებს მის გამომუშავებას. საბოლოოდ ენერგიის გარდაქმნა კვლავ ცენტრალურ სტრინგ ინვერტორში ხდება.
ეს არქიტექტურა აერთიანებს სტრინგ ინვერტორის სიმარტივესა და მიკროინვერტორის მსგავსად პანელების ინდივიდუალური მართვის უპირატესობებს. მიკროინვერტორების მსგავსად, სიმძლავრის ოპტიმიზატორები დამონტაჟებულია პანელის დონეზე და არეგულირებენ მზის ენერგიას, სანამ ის ცენტრალურ ადგილას გაიგზავნება. სისტემები ენერგიის ოპტიმიზატორით განსაკუთრებით ეფექტურია არაერთგვაროვანი ჩრდილისა და განსხვავებული პანელების განლაგების შემთხვევაში.
ცენტრალური ინვერტორი
მასშტაბურ მზის ელექტროსადგურებში ასევე გამოიყენება ცენტრალური ინვერტორები, რომლებიც განკუთვნილია მაღალი სიმძლავრის პროექტებისთვის.
ცენტრალური ინვერტორი არის მაღალი სიმძლავრის გარდამქმნელი, რომელიც გამოიყენება მხოლოდ მასშტაბურ მზის ელექტროსადგურებში, ძირითადად ინდუსტრიულ და კომერციულ პროექტებში. ის არ მიეკუთვნება საცხოვრებელი სისტემებისთვის განკუთვნილ სტანდარტულ არქიტექტურებს. მისი სიმძლავრე, როგორც წესი, აღწევს რამდენიმე მეგავატატს.
ეს პრინციპი ჰგავს მცირე სისტემებში გამოყენებულ სტრინგ ინვერტორს, თუმცა მასშტაბი და დანიშნულება სრულიად განსხვავებულია. ათეულობით ან ასეულობით მზის პანელი ერთიანდება მრავალ სტრინგად, ყველა სტრინგი უკავშირდება ერთ დიდ ცენტრალურ ინვერტორს, ენერგიის გარდაქმნა და მართვა ხდება ერთ წერტილში.
ინვერტორის სიმძლავრე
სისტემის ტიპის განსაზღვრის შემდეგ, ინვერტორის შერჩევის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი მისი სიმძლავრეა. თუმცა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ერთსა და იმავე სიმძლავრის მქონე ინვერტორებს შორისაც არსებობს განსხვავებები სხვადასხვა მახასიათებლების მიხედვით, როგორებიცაა:

