ელექტრო ავტომობილების რაოდენობა მსოფლიოში დღითი დღე იმატებს. ადამიანები გადასაადგილებლად სუფთა, ეკო მეგობრულ და, რაც მთავარია, დაბალ ხარჯიან ავტომობილებს ირჩევენ, რითაც უფრთხილდებიან გარემოს და ხარჯებს მნიშვნელოვნად იმცირებენ.

თუმცა, თუ ელექტრო ავტომობილი გყავთ, სპეციალურად მისთვის განკუთვნილი პარკინგი ძალიან დიდი კომფორტი, უპირატესობა, და შეიძლება ითქვას, აუცილებლობაც არის. შეგიძლიათ, მანქანა იქ დატენოთ, სადაც ეს თქვენთვის ყველაზე მოსახერხებელია - იქნება ეს საკუთარი სახლის ეზო, ავტოსადგომი, თუ სამსახური. მის მოწყობაში კი ჩვენ დაგეხმარებით!


ელექტრო პარკინგი ყველასთვის

საკუთარი ბიზნესის ავტოსადგომზე, თუ სახლის ეზოში. სადაც არ უნდა გსურდეთ პარკინგის გამართვა, ჩვენ დაგეხმარებით!

საკუთარი ბიზნესისთვის

თანამედროვე სამყაროში, როდესაც უფრო და უფრო მეტი ადამიანი ირჩევს ელექტრო ავტომობილებს, ელექტრო პარკინგის ბიზნესის ტერიტორიაზე მოწყობა თანამშრომლებისთვის, თქვენი მომხმარებლების და საკუთარი თავისთვის შექმნილი ძალიან დიდი დამატებითი შესაძლებლობაა.

საცხოვრებელი სახლისთვის

მოიწყვეთ ელექტრომობილების დამტენი სადგური საკუთარ ეზოში თუ საპარკინგზე ადგილას, რაც საშუალებას მოგცემთ ტრანსპორტირების ხარჯები მინიმუმამდე შეამციროთ. გახადეთ მგზავრობა უფრო სასიამოვნო და კომფორტული ეკო მეგობრული ტრანსპორტით გადაადგილებით.

მუნიციპალური შენობისთვის

დღეს ელექტრო პარკინგსი სჭირდება ყველას, გამონაკლისი კი არც მერია, საკრებულო, თუ სხვა მუნიციპალური შენობებია. ელექტრომობილების დამტენი სადგური ხარჯების დაზოგვის მშვენიერი შესაძლებლობაა მოსახლეობისთვის.

მაგისტრალის მიმდებარედ

ელექტრომობილების დამტენი სადგურის ბიზნეს მიზნებისთვის გამოყენება გსურთ? იმის ფონზე, რომ ელექტრომობილების რაოდენობა დღითი დღე უფრო იმატებს, მათი გაქირავება ინვესტიციის ძალიან კარგი შესაძლებლობას იძლევა, მაგისტრალების მიმდებარედ კი მოთხოვნა ყველაზე მაღალია.

დამატებითი კითხვები გაქვთ? ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ