ქარი ენერგიის მიღების ყველაზე უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა, განახლებადი ენერგიის წყაროს წარმოადგენს, რომელიც აღიარებული და დანერგილია მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების მიერ.

ქარის ელექტროსადგური ინდივიდუალური ტურბინების ჯგუფია, რომელიც ქარის ენერგიას გარდაქმნის ელექტროენერგიად. ქარის ელექტროსადგურებს ელექტროენერგიის მიწოდება შეუძლიათ როგორც ენერგოსისტემაში, ასევე ჩიხურად, მომხმარებელთა იზოლირებულ ქსელში. ქარის ენერგიაზე გადასვლით თქვენ მნიშვნელოვნად შეგიმცირდებათ ელექტროენერგიის ხარჯები და, ამასთან, საკუთარ წვლილს შეიტანთ ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობაში.

ქარის ელექტროსადგურის მონტაჟში Step Energy-ს პროფესიონალთა გუნდი დაგეხმარებათ.


ჩვენი სერვისი

როგორც EPC კომპანია, ჩვენ ელექტროსადგურის მშენებლობის მთელს ეტაპზე მომხმარებლის გვერდით ვართ.

ქარის მზომი მოწყობილობის დაყენება

გთავაზობთ ქარის მზომი მოწყობილობების, იგივე “მეტ მასტების” დაყენებას. მოწყობილობების, რომლებიც ზომავენ ქარის სისწრაფეს, მიმართულებას და რომელთა დაყენებაც აუცილებელია ქარის ტურბინების დადგმამდე.

ელექტროსადგურის პროექტირება

"მეტ მასტების" საშუალებით საუკეთესო ადგილი შერჩევის შემდეგ, რათა თქვენს მიერ მაქსიმალურად მეტი ენერგია იქნას გამომუშავებული, ჩვენ მოვახდენს თქვენი სადგურის დეტალურ პროექტირებას.

სადგურის განვითარება და მშენებლობა

ჩვენ წინასწარ გაწერილი პროექტის მიხედვით დაგეხმარებით სადგურის განვითარებასა და მშენებლობაში, რასაც როგორც კურირებას, ისე მშენებლობას, ჩვენი გამოცდილი ექსპერტები გაუწევენ.

შემდგომი ოპერირება და მოვლა

მომსახურების ფუნქციონირებისა და შენარჩუნებისათვის (O&M) აუცილებელია სადგურის დეტალური და მუდმივი მონიტორინგი, რათა მწვანე ენერგიის გამომუშვება მთელი წლის განმავლობაში, შეუფერხებლად მიმდინარეობდეს.